სავაჭრო და სალარო პროგრამა მაღაზიებისა და რესტორნებისთვის

იცოდე რა იყიდება.
მართე რაც რჩება.

გაყიდვები, მარაგი და ანგარიშები — ერთ სისტემაში. მუშაობს ბრაუზერში, თბილისიდან ბათუმამდე — საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. დაიწყე ყოველდღიური საქმეებით და საჭიროების მიხედვით დაამატე სხვა მოდულები.

ინტერფეისი 6 ენაზეRS.GE ინტეგრაცია

ჯერ გაიცანი პროგრამა — ვიდეოს სანახავად რეგისტრაცია არ გჭირდება.

GTSoft სალაროს პროგრამა — გადახდის ტიპის არჩევა და ხურდის გამოთვლა
გაყიდვის დასრულება — ერთ ფანჯარაშინახე დემო ↗

პროგრამის რეალური ეკრანი · საჩვენებელი მაგალითი

ნაკლები გადართვა. მეტი კონტროლი.გაყიდვიდან მარაგის შემოწმებამდე — ერთ სისტემაში.
ნამდვილი მონაცემები, არა დაპირება
  • 100%ბიზნესებისა, რომლებმაც GTSoft-ზე გადმოინაცვლეს, დღემდე მასზე მუშაობს
  • 49 წმყოველ 49 წამში ერთი ჩეკი გადის GTSoft-ში სამუშაო საათებში

სექტემბრის 2026-ის მონაცემები, აღებულია სისტემიდან; ბრუნვა აპრილიდან — 2 მლნ ₾-ზე მეტი. კლიენტების სახელებს მათი ნებართვის გარეშე არ ვაქვეყნებთ.

სად იკარგება ფული

სამი ადგილი, სადაც მაღაზია ფულს შეუმჩნევლად კარგავს.

თითოეულს GTSoft-ში თავისი ეკრანი აქვს — ქვემოთ პროგრამის რეალური ფანჯრებია, საჩვენებელი მონაცემებით.

შესყიდვის დაგეგმვა GTSoft-ში — გასათავებელი პროდუქტები, დარჩენილი დღეები და შესავსები რაოდენობა
1 / 3

„ის პროდუქტი გათავდა" — მყიდველი კი სხვაგან წავიდა

შესყიდვის დაგეგმვა რეალური გაყიდვებით: რა თავდება, რამდენ დღეში და რამდენი უნდა შეუკვეთო. თუ სხვა ფილიალში ნამეტია, იქვე ჩანს — გადაზიდვა შეკვეთაზე იაფია.

RS.GE ზედნადებების სია GTSoft-ში — მომწოდებელი, თანხა და სტატუსი
2 / 3

მომწოდებლის ზედნადებს ხელით აკრეფთ

RS.GE-ზე თქვენს მისამართზე გამოწერილი ზედნადებები პროგრამაში თავად ჩნდება — მომწოდებლით, თანხით და სტატუსით. მიღებაში ერთი ღილაკით გადადის, ხელით აკრეფის და შეცდომის გარეშე.

GTSoft-ის ანგარიში — შესყიდვები, გაყიდვები ნაღდით და ტერმინალით, მოგება
3 / 3

ნავაჭრი იცით, მოგება — არა

დღის ანგარიში თვითღირებულებით: შესყიდვა, მომწოდებლის ვალი, ნაღდი და ტერმინალი ბანკების მიხედვით და წმინდა მოგება — ერთ ეკრანზე, ნებისმიერი პერიოდისთვის.

აირჩიე შენი ბიზნესის ტიპი

ბიზნესის სფეროს მიხედვით

სავაჭრო პროგრამა შენი სფეროსთვის.

ერთი სისტემა, სხვადასხვა საქმე — ჩართე მხოლოდ ის მოდულები, რაც შენს ბიზნესს სჭირდება.

მინიმარკეტის და სასურსათოს პროგრამა

შტრიხკოდი, ასაწონი პროდუქტი და ნაშთი სალაროშივე.

ქსელური მაღაზიის პროგრამა

ნაშთი ფილიალების მიხედვით და გადაზიდვა ფილიალებს შორის.

საბითუმო და დისტრიბუციის პროგრამა

დატვირთვა, მძღოლის მარშრუტი და ზედნადები პირდაპირ გზიდან.

საწყობის პროგრამა

მიღება, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა და პროდუქტის ისტორია.

საცხობის და წარმოების პროგრამა

რეცეპტები, ნედლეულის ჩამოწერა და თვითღირებულება.

კაფე-რესტორნის პროგრამა

მაგიდები, შეკვეთები, სამზარეულოს ეკრანი და ანგარიშის გაყოფა.

სწრაფი კვების პროგრამა

მენიუ, დამატებები (მოდიფიკატორები) და შეკვეთა პირდაპირ სამზარეულოში.

სამშენებლო და ტექნიკის მაღაზიის პროგრამა

კლიენტების ვალები, იურიდიულ პირზე ზედნადები და გარანტია.

ყოველდღიური საქმე, უფრო გასაგებად

ყველაფერი, რაც დღის
მართვაში გჭირდება.

ერთი გაყიდვა რამდენიმე პროცესს უკავშირდება. GTSoft ამ პროცესებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

01 / გაყიდვა

მოემსახურე მყიდველს

მოძებნე პროდუქტი, შეარჩიე გადახდის ტიპი და დაასრულე გაყიდვა. იმუშავე შტრიხკოდითა და ასაწონი პროდუქტებით.

02 / მარაგი

იცოდე, რა დარჩა

ნახე ნაშთი, მიღებები და ფილიალებს შორის მოძრაობა. შესყიდვამდე გადაამოწმე, სად გაქვს საჭირო პროდუქტი.

03 / შედეგი

გადაწყვიტე მონაცემებით

გაანალიზე გაყიდვები, ხარჯები და მოგება. შეადარე პერიოდები და დაგეგმე შემდეგი ნაბიჯი.

ერთ გუნდს — სხვადასხვა ენა

იმუშავე შენთვის გასაგებ ენაზე.

GTSoft არის სალაროსა და ბიზნესის მართვის სისტემა მაღაზიებისა და რესტორნებისთვის საქართველოში. პროგრამის ინტერფეისი მხარს უჭერს 6 ენას — თანამშრომლებს შეუძლიათ მათთვის სასურველი ენის არჩევა.

ნახე GTSoft მოქმედებაში

სანამ შეუკვეთავ,
ნახე რა გაქვს უკვე.

შესყიდვის დაგეგმვის მაგალითი: როგორ იპოვო გასათავებელი პროდუქტი და გადაამოწმო სხვა ფილიალის მარაგი.

  1. აირჩიე ფილიალი და დაგეგმვის პერიოდი
  2. მოძებნე პროდუქტი და ნახე შესავსები რაოდენობა
  3. შეადარე სხვა ფილიალებში არსებულ ნამეტს
მაჩვენეთ ჩემს ბიზნესზე ↗

56 წამი · ქართული გახმოვანება · საიტის კადრებით

მაღაზიისთვის

სალაროდან საწყობამდე.

ყოველდღიური ოპერაციები პატარა მაღაზიისა თუ რამდენიმე ფილიალის სამართავად.

  • შტრიხკოდები და ასაწონი პროდუქტები
  • მიღება და ფილიალებს შორის გადაზიდვა
  • კლიენტები, ვალები და ლოიალობა
  • RS.GE ზედნადებების მიღება და გაგზავნა
მაღაზიის დემოს მოთხოვნა ↗
რესტორნისთვის

მაგიდიდან სამზარეულომდე.

შეკვეთების მართვა ოფიციანტისთვის, სამზარეულოსთვის და მენეჯერისთვის.

  • მაგიდები და შეკვეთები
  • სამზარეულოს შეკვეთების ეკრანი
  • რეცეპტები და ნედლეულის აღრიცხვა
  • ანგარიშის გაყოფა სტუმრებს შორის
რესტორნის დემოს მოთხოვნა ↗
გადმოსვლა, ნაბიჯ-ნაბიჯ

პროგრამა შენს საქმეს
უნდა მოერგოს.

დაწყებამდე ერთად გავარკვიოთ, რა მონაცემები და მოწყობილობები გჭირდება.

01 / გაცნობა

გვაჩვენე შენი პროცესი

მაღაზია თუ რესტორანი? რამდენი სალარო, ფილიალი და თანამშრომელი მუშაობს? დემო ამ საჭიროებებზე ავაწყოთ.

02 / მომზადება

გადაამოწმე მონაცემები

პროდუქტები, ნაშთები და კლიენტები — არსებული ფაილების ფორმატი და გადმოტანის პირობები წინასწარ შევათანხმოთ.

03 / დაწყება

გაიარე შენი სცენარი

რეალურ მუშაობამდე შეამოწმე საცდელი გაყიდვა, დაბრუნება და ანგარიშები. პრინტერისა და ტერმინალის თავსებადობაც გადაამოწმე.

გარკვეული პირობები, დაწყებამდე

რა ეღირება შენს ბიზნესს?

2 თვე უფასოდ, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში: 1 ფილიალი, 2 მომხმარებელი. 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾.

მეტი ფილიალი, მომხმარებელი ან მაგიდა გჭირდება? მოგვწერე რაოდენობა და საჭირო მოდულები — ფასს, საცდელ პერიოდს და მხარდაჭერის პირობებს ინდივიდუალურად შევათანხმებთ.

სალაროების რაოდენობასაჭირო მოდულებიმონაცემების გადმოტანა
მოითხოვე შეთავაზება ↗
დაწყებამდე

ალბათ ეს გაინტერესებს.

რა არის GTSoft?

GTSoft არის სავაჭრო და სალარო პროგრამა მაღაზიებისა და რესტორნებისთვის საქართველოში: გაყიდვა, მარაგი, შესყიდვები, წარმოება, ანგარიშები და RS.GE ზედნადებები ერთ სისტემაში. მუშაობს ბრაუზერში და Windows-ის აპლიკაციით, ინსტალაციის გადასახადის გარეშე.

როგორ ვნახო პროგრამა რეგისტრაციამდე?

ამავე გვერდზე ნახავ ქართულ ვიდეოს. პირადი დემონსტრაციისთვის დაგვირეკე ან მოგვწერე — შენთვის საჭირო პროცესებს გავივლით.

რომელი სალარო მუშაობს RS.GE-სთან?

GTSoft-ში RS.GE ზედნადები პირდაპირ სალაროდან, გაყიდვების სიიდან, გადაზიდვიდან და დისტრიბუციიდან იგზავნება, შემოსული ზედნადებები კი მიღებაში იტვირთება. ამისთვის ცალკე პროგრამა ან rs.ge-ზე ხელით გადატანა არ გჭირდება.

მცირე მაღაზიისთვის შესაფერისია?

დიახ. დაიწყე ერთი სალაროთი და მარაგით, დანარჩენი მოდულები მოგვიანებით ჩართე. ინსტალაცია არ სჭირდება — ბრაუზერში მუშაობს. 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე.

ინტერნეტის გათიშვისას რა ხდება?

წინასწარ ჩატვირთული პროდუქტებით ოფლაინ გაყიდვა შესაძლებელია. შენახული გაყიდვების სინქრონიზაციას კავშირის აღდგენა სჭირდება; ონლაინ სერვისები, მათ შორის RS.GE, ინტერნეტზეა დამოკიდებული. კონკრეტული მოწყობილობების მუშაობას დემოზე გავივლით.

მაღაზიისა და რესტორნის მართვა ერთად შეიძლება?

სისტემას ორივე მიმართულების მოდულები აქვს. ფილიალებსა და თანამშრომლებს სამუშაოს შესაბამისი წვდომები ეძლევათ.

ძველი პროგრამიდან მონაცემებს გადმოვიტან?

სისტემას პროდუქტების, კლიენტებისა და მომწოდებლების იმპორტი აქვს. გამოგზავნამდე შევათანხმოთ ფაილის ფორმატი და საჭირო ველები. ნაშთებისა და ისტორიის გადმოტანის შესაძლებლობა ცალკე გადასამოწმებელია.

ჩემს პრინტერსა და ტერმინალთან იმუშავებს?

თავსებადობა კონკრეტულ მოდელსა და მიერთების გზაზეა დამოკიდებული. მოგვწერე მოწყობილობების მოდელები და გამოყენებამდე გადაამოწმე მათი მუშაობა.

რა ღირს სავაჭრო პროგრამა GTSoft?

პირველი 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ: 1 ფილიალი და 2 მომხმარებელი — 50 ₾, 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი 2 მიმტანით და 5 მაგიდამდე — 80 ₾. ტარიფს თვითონ აირჩევ და გადაიხდი კაბინეტიდან. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი თუ გჭირდება, ფასი ჩვენთან შეათანხმე.

გავიცნოთ შენი ბიზნესი

შენი ყოველდღიური საქმე.
ჩვენი შემდეგი დემო.

გვითხარი, რას ყიდი და როგორ მუშაობ. გაჩვენებთ, როგორ მოერგება GTSoft შენს პროცესს.